2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამას აგრძელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ 4 აპრილის სხდომაზე მიიღო.
ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%, ვაზზე – 50%. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. ასევე, პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია ბენეფიციარმა 5 ჰექტარზე ზემოთ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობიდან 5 ჰექტარი დააზღვიოს და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.
დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ფერმერთა რეესტრში.
2019 წელს გაიზარდა წითელი ვაზის მოსავლის პოლისის სადაზღვევო ლიმიტი და ის 1 ჰექტარზე 15,000 ლარს შეადგენს (გასულ წელს ლიმიტი 10,000 ლარს შეადგენდა). ლიმიტის ზრდა გამოწვეულია 2018 წელს ყურძნის ფასის მატებით. მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა.
2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:
გაცემულია 81,453 პოლისი;
დაზღვეული ფართობი შეადგენს 71,413 ჰა-ს;
ჯამში დაიზღვა 551,366,395 ლარის მოსავალი;
ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33,854,463 ლარის სუბსიდირება მოახდინა.
5 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35,343,213 მლნ ლარი შეადგინა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი