ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი აპრილის სხდომაზე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ბოლო შვიდი თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
დეპუტატებს ანგარიში სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ წარუდგინა.
„პრობლემები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, ასეთივე სიმწვავით იდგა გასული წლის სექტემბერშიც, – აღნიშნა სხდომაზე ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძემ, – ხელშესახები შედეგები არ ჩანს.“
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მერიის სამსახურმა, ხარვეზების გამოსასწორებლად, საკრებულოსთან არ ითანამშრომლა. საკრებულოსგან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ მოწესრიგდა შპს „ხარაგაული 2011“-ის საქმიანობა.
„გადაჭარბებით შესრულდა 2018 წელს იჯარიდან, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლები, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მაგრამ არაეფექტურად და არასაკმარისად მიმაჩნია მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაციის, მისი მოვლა-პატრონობის, მუნიციპალიტეტის განვითარების ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობის კუთხით.“
ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან ზუმბაძემ საკრებულოსგან მერიის სამსახურის უარყოფითად შეფასებას „ზემოდან მართული“ უწოდა. ის ამბობს, რომ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური ანალოგიურად მუშაობდა წინა წლებში და ყოველთვის დადებითად ფასდებოდა.
ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ წევრის, მიხეილ ჭიპაშვილის შეფასებით, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა 2017-2018 წლებში წინა პერიოდში წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორებაზე იმუშავა. ის ამბობს, რომ ამ სამსახურის საქმიანობაში დადებით ცვლილებებს ხედავს.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მერიის სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა, ექვსმა დეპუტატმა – ქეთევან ზუმბაძემ, მიხეილ ჭიპაშვილმა, აკაკი მაჭავარიანმა, დავით მაღლაფერიძემ, რუსუდან გიორგაძემ და ნიკოლოზ მაღრაძემ – დადებითად. თორნიკე ავალიშვილმა, თემურ ფცქიალაძემ და ნონა ზურაბიანმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი