

ხარაგაულის საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობაზე ამჟამად მხოლოდ ორი პაციენტია. დავით და მარი სხილაძეებს ვირუსული დაავადება გაურთულდათ.
უმძიმესი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა საავადმყოფოს უმთავრესი პრობლემაა. მთავარი ექიმის, ქეთევან აბრამიშვილის თქმით, შპს „ადითმა“, რომელიც სამი წელი ხარაგაულის საავადმყოფოს მფლობელი გახლდათ, არაფერი გააკეთა ინფრასტრუქტურისა და მედპერსონალის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სახელმწიფოს ჩარევით შპს „ადითთან“ ხელშეკრულება გაუქმდა და 2013 წლის სექტემბერიდან ხარაგაულის საავადმყოფო შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დაქვემდებარებაშია.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ხარაგაულის საავადმყოფოში პეციენტთა მომართვიანობა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა. აქ შესაძლებელია ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური და კარდიოგრაფიული მომსახურება. საავადმყოფოში ფუნქციონირებს ქირურგიული, თერაპიული, ბავშვთა და სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილებები.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ტიპის სამედიცინო დაწესებულება გვექნება ხარაგაულში.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების