22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.

მსოფლიო წყლის დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გუდაურში აღნიშნავს. ღონისძიებას, კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად დაესწრება.

დარიგდება საინფორმაციო ფლაერები – მნიშვნელოვანი ფაქტები წყალზე და ინფორმაცია გუდაურში დაგეგმილი პროექტების შესახებ. კომპანია გუდაურში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას გეგმავს.

ხარაგაულში წყლის სისტემის გაუმართაობა მოსახლეობას წლებია აწუხებს. დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „არქ დიზაინ მშენმა“ (დირექტორი გოჩა გორდეზიანი) პროექტი 177 777 ლარად 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა დაასრულოს.

ძვირფასო მომხმარებლებო, სანამ ხარაგაულში წყლის სისტემის პროექტირება და მშენებლობა დასრულდება, წყალმომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემების თაობაზე შეგიძლიათ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკოთ. ცხელი ხაზი 2013 წლიდან მოქმედებს. ამ დრომდე კომპანიაში 132 921 ზარს უპასუხეს.

ცხელი ხაზის ნომერია 0322 93 00 00.