დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 18 მარტს ღია საზოგადოების ფონდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პირველი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაციით გაიხსნა.
„მშობელთა საინფორმაციო ცენტრია“ პირველი საინფორმაციო და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც შშმ პირთა მშობლებს მოემსახურება.
მშობელთა საინფორმაციო ცენტრი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წამოწყებაა, რომელსაც ღია საზოგადოების ფონდი აფინანსებს.
რიგით მერვე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის სლოგანია „ნუ დატოვებ მიღმა“. ეს გზავნილი გულისხმობს თანაბარ შესაძლებლობას სრულფასოვან ცხოვრებაზე დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანისთვის.
ამ დღის აღმნიშვნელი ტრადიციული სიმბოლო ჭრელი წინდაა. საქართველოს ყველა ქალაქში ჭრელი წინდების აქციები #წინდამინდა მიმდინარეობს.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მომდევნო დღეებში:
• 20 მარტი, 14:00 და 16:00 სთ – ბოულინგ-ტურნირი გიგოს ფონდისთვის ორ ეტაპად, ორი შეხვედრა 24 კომპანიის მონაწილეობით. თბილისი, ისთ პოინთი, ლებოვსკი.
• 21 მარტი, 9:30 – 13:00 სთ – კონფერენცია „არავინ დატოვო განათლების მიღმა“ – თბილისი, სასტუმრო ჰოლიდეი ინი.
• 21 მარტი, 15:00-17:00 სთ – ბოულინგ-ტურნირის ფინალი. ისთ პოინთი, ლებოვსკი.
• 21 მარტი, 17:30 – 22:00 სთ – „იულიუს მაინლი“. ყავა-ფართი, სხვადასხვა ღონისძიება და კონცერტი. გარდენ ჰოლი, ვარდების ბაღი, თბილისი
• 21 მარტი, რეგიონალური აქტივობა – 21 მარტს საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ღონისძიებები
5 ფაქტი დაუნის სინდრომის შესახებ
• დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
• დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, შესაძლოა, ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
• დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
• დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
• დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
4 რჩევა საზოგადოებას
• როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე;
• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი;
• ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ: სახლში, სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში, სამსახურში, სეირნობისას, კაფეში თუ ბარში.
###
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ისტორია
2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
რატომ წინდები? ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი