

1989 წლის 9 აპრილი… ამ დღეს ადამიანებს, რომლებსაც სურდათ სამშობლოს ბედნიერება და თავისუფლება, სასტიკად გაუსწორდნენ. მას შემდეგ 25 წელი გავიდა. იმ ღამით დაღუპული, გმირებად ქცეული მშვიდობიანი მომიტინგეების სახელები კი თაობიდან თაობას გადაეცემა.
9 აპრილს ხარაგაულელებმა 9 აპრილის სახელობის სკვერში პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გაიხსენეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეები.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ გახსნა. „ამ დღეს ჩვენ დავიბრუნეთ სამშობლო. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს თავისუფლებას, – აღნიშნა 9 აპრილის მონაწილემ, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ.
„ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში. სწორედ ამ დღეს მოხდა ქართველთა ცნობიერებაში გარდატეხა. სწორედ ამ დღის დამსახურებაა ის, რომ ახლა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ასევე 9 აპრილს გამოცხადდა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, – აღნიშნა 9 აპრილის მონაწილე პაატა გოგოლაძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დღე ჩვენი მომავალი თაობებისთვის სტიმულის მომცემი იქნება: „მაშინ ქართველები ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. ვისურვებ, საქართველოს მომავალიც ასეთი წარმატებული ყოფილიყოს.“
ღონისძიების დასასრულს რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა პახუმმა 9 აპრილს დაღუპულთა სულებისათვის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.
ღონისძიების შემდეგ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ნიკოლოზ მაჭავარიანმა ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და გაიმართა ფილმის „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ ჩვენება.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,