ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს შორის გამართულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში„რა? სად? როდის?“ დაბა ხარაგაულის გუნდმა (გივი კურტანიძე, ზეინაბ ბუაჩიძე, დალი ლურსმანაშვილი, გიორგი ჭყოიძე, თამარ ფცქიალაძე, ნათია შარიქაძე) გაიმარჯვა.

ფინალურ შეხვედრაში დაბა ხარაგაულის, კიცხის, მოლითის, ბაზალეთის ტერიტორიული ერთეულების გუნდები მონაწილეობდნენ. მეორე ადგილზე კიცხის გუნდი გავიდა.

ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტერიტორიულ ერთეულებს შორის ინტელექტუალური თამაში უკვე 20 წელია ტარდება.

კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, საიუბილეო თარიღის აღნიშვნას წლის ბოლოს მასშტაბური ღონისძიებით გეგმავენ.

დაბა ხარაგაულის გუნდს სიმბოლური საჩუქარი – ბუს ქანდაკება – გადაეცა. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მერიის კულტურის სამსახურმა ექსკურსიით დააჯილდოვა.