

კიცხის ზონაში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო. როგორ მიმდინარეობს ხვნა-თესვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, – ამის გასარკვევად „შპს ხარაგაული 2011“-ის დირექტორ გოჩა მანჯავიძეს, შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრის ხარაგაულის ფილიალის მენეჯერ ოლეგი კაციტაძეს, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა მაჭავარიანს, ფარცხნალისა და ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს ნიკოლოზ ბირკაძესა და ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
გოჩა მანჯავიძის ინფორმაციით, სახნავი ტექნიკისთვის, ჯერჯერობით, აქტიურად არ მიმართავენ: „შარშან ამ დროს სამუშაოს ვერ ავუდიოდით. ამ მომენტისათვის კი ტექნიკაზე ნაკლები მოთხოვნა, სავარაუდოდ, არამდგრადი ამინდის ბრალია. „შპს ხარაგაული 2011“-ის დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია“.
რწმუნებული ნიკოლოზ ბირკაძე ამბობს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად მზადაა მათ სოფელში, – ფარცხნალში – არსებული ტექნიკაც. ხვა-თესვის აქტიურად დასაწყებად გლეხები ამინდის დასტაბილურებას ელოდებიან.
„შარშან ხვნის ბარათთან ერთად გლეხებს ეძლეოდათ მიწის დადისკვის ბარათი, – ამბობს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა მაჭავარიანი, –
წლევანდელი სახნავი ბარათებით შესაძლებელია მხოლოდ მიწის დახვნა, ხოლო დადისკვა, დაფარცხვა და დათესვა ამ ბარათით მომსახურებაში არ შედის. მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით უნდა შეძლოს დათესვა. მოსახლეობა, უმეტესად, ხნავს საკუთარი ძალებით, – მოტობლოკებითა და კერძო ტექნიკით. იმ შემთხვევაში, თუ ბარათით მოსარგებლე არ იყენებს სახნავ ბარათს, შპს „მექანიზატორი“ დახვნის საფასურად 0,01 ჰა-ზე იღებს 1,40 ლარს, ხოლო ამხანაგობა „იმედი“ – 2,10 ლარს.
შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრის ხარაგაულის ფილიალის მენეჯერი ოლეგი კაციტაძე აღნიშნავს, რომ კიცხის ზონის სოფლებში უკვე დაამუშავეს 60 ჰა მიწის ფართობი: „წელს დაახლოებით 500 ჰა მიწა უნდა დავხნათ სასოფლო-სამეურნეო ბარათებით. წელს დაგვემატა სახნავი ტრაქტორები და გვაქვს 9 ერთეული ტექნიკა. ვფიქრობთ, ჩვენი ძალებით შევძლებთ ხარაგაულის მოსახლეობის მომსახურებას მიწის დამუშავების მხრივ.“
რწმუნებულ ვარლამ ჭიპაშვილის, ინფორმაციით ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს სოფლებში სახნავი ბარათი დაიტოვა ცხრა ბენეფიციარმა. შპს „მექანიზატორის“ ტრაქტორი უკვე ბაზალეთშია. საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად ველოდებით გამოამინდებას. შევეცდებით ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები, თუმცა რთული რელიეფის პირობებში ეს ტექნიკა მაინცდამაინც ვერ ამართლებს. შარშანდელთან შედარებით დახვნის მსურველთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ის გლეხები, რომლებიც უარს ამბობენ დახვნის ბარათებზე, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას, მეორე – ნომინალური ბარათით.
თამთა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი