

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23 წლამდელთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვა.
ჩემპიონატის პირველ დღეს, 9 მარტს, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ედემი ბოლქვაძე (65 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს.
10 მარტს ბრინჯაოს მედლები საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა მოჭიდავემ – გიორგი სულავამ (74 კგ) და ზაურ ბერაძემ (86 კგ) დაიმსახურეს.
ხარაგაულელმა ფალავანმა ზაურ ბერაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუს პაჰასიანს 4:2 მოუგო.
ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,