ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ღვაწლმოსილ თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
თამარ გაჩეჩილაძემ, მედული ბოგვერაძემ, ციალა ხარაძემ, ნელი ლიპარტიამ, ნათელა დალაქიშვილმა, გულიკო ჭიპაშვილმა, გულიკო მაღლაფერიძემ, გულიკო ხარატიშვილმა, იზო ხიჯაკაძემ, დალი გელბახიანმა, ნათელა ლომსაძემ, ნათელა დეკანოსიძემ, მალვინა ჩერქეზიშვილმა, ნანა მენაბდემ, ბაბო ბლუაშვილმა, ლიანა ვეფხვაძემ, იზოლდა გამეზარდაშვილმა, ლეილა წიქარიშვილმა და სხვებმა აღსაზრდელებზე ზრუნვაში, მათივე სიყვარულით ოთხ ათეულ წელზე მეტი დაჰყვეს.
საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდისტმა თამარ ავალიშვილმა ღონისძიებაზე წარმოადგინა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმიდან მოწოდებულ ფოტოებზე შექმნილი ფოტოკოლაჟი, რომლებზეც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების გაერთიანების ისტორიაა აღბეჭდილი.
საბავშვო ბაღების ღვაწლმოსილ პედაგოგებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა შველიძემ, ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელები საბავშვო ბაღის ღვაწლმოსილ მუშაკებს თეატრალური წარმოდგენებითა და სიმღერებით მიესალმნენ.
ღონისძიებაზე თამარ გაჩეჩილაძემ, ციალა ხარაძემ და გულიკო მაღლაფერიძემ გაიხსენეს თავიანთი პირველი სამუშაო დღეები საბავშვო ბაღში, ისაუბრეს საბავშო ბაღის აღმზრდელის რთულ და საინტერესო პროფესიაზე.
საბავშვო ბაღის თანამშრომლებს მერიის კულტურის სამსახურისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი