

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 7 მარტს, 12:00 საათზე, დაგროვებითი საპენსიო სისტემის თაობაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ და იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა სისტემის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 8 იანვარს შეიტანეს.
„ხვალ გამწესრიგებელი სხდომა გაიმართება, – ამბობს „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში გიორგი მშვენიერაძე, – სასამართლო გადაწყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს – რა ნაწილში იქნება დასაშვები, სრულად, ნაწილობრივ თუ საერთოდ არ ცნობს დასაშვებად.
ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე, სანამ სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.“
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის