

რამდენიმე წუთის წინ დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყდათ.
ჩვენ დავუკავშირდით „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერს ლევან აბაშიძეს.
„ძირულა-ხარაგაულის მაგისტრალზე, სადაც მიმდინარეობს საავტომობილო გზის მშენებლობა, მშენებელმა კომპანიამ დაგვიზიანა ცენტრალური გაზსადენი, სადანაც ხარაგაული ბუნებრივი აირით მარაგდება, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ლევან აბაშიძემ, – გათიშულია მთელი ხარაგაული.
აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ერთ საათში დავამთავრებთ და მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად მიწოდებას დავიწყებთ. იქნებ მოვახერხოთ, რომ დაბა ხარაგაულის აბონენტებს მივაწოდოთ. სოფლებს ამაღამ ბუნებრივ აირს ვერ მივაწვდით“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,