

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს, 25 თებერვალს, პროექტის ფარგლებში – „სათემო ინიციატივაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების განვითარება“ – სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით ახორციელებს.
„ვცდილობთ, ადგილზე მოვიძიოთ ტურისტული სერვისის პოტენციური მომწოდებლები და მათ დავეხმაროთ ტურისტული პროდუქტის განვითარებაში, – აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია ოქრომელიძემ, – პროექტის ფარგლებში შევხვდით და ვესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობას.
ილია ოქრომელიძის ინფორმაციით, შეხვედრებზე გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რაც ამ თემში ტურიზმის განვითარებას, ამ ეტაპზე, ხელს უშლის:
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია პროექტის ფარგლებში აპრილში ხარაგაულში ეკოტურიზმის განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგებს გამართავს. ტრენინგებზე დასწრების მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრს.
პროექტის საბოლოო მიზანია, დამზადდეს მაღალი ხარისხის საინფორმაციო ბროშურები, რომელშიც აისახება ხარაგაულის ტურისტული მარშრუტები. ამ ბროშურებს საქართველოს ტურისტული კომპანიები ტურისტებს გააცნობენ.
შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა ეკოტურიზმის ასოციაციას და აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,