

კვირას, 24 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი იმუშავებს.
ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კვირას სერვიცენტრების მუშაობის მიზეზი მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობაა. 24 თებერვალს სერვისცენტრებს 09:30 საათიდან 18:00 საათამდე უნდა მიაკითხოთ.
დამატებულ სამუშაო დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენის მომსახურებით ისარგებლონ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები.
ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნულ პირებს, შეცვლის ვალდებულება არ აქვთ 1 მარტამდე, მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,