სკოლების სარემონტო სამუშაოებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა დამატებით 210 ათასი ლარი მიიღო.
ამ მიზნით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 200 ათასი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში თებერვლის დასაწყისში უკვე ჩაირიცხა.
410 ათას ლარს მერია ხარაგაულის საგანმათლებლო რესურსცენტრის მიერ შერჩეულ სკოლებზე დახარჯავს.
რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს თანხა მათ ასე გაანაწილეს:
- 103 000 ლარი – ხარაგაულის #3 სკოლაში სახურავის, კარ-ფანჯრების, იატაკისა და შიდა კიბის რეაბილიტაციისთვის;
- 32 000 ლარი – ბორის სკოლაში მესამე სართულის იატაკის შესაცვლელად და კოსმეტიკური რემონტისთვის;
- 31 000 ლარი – ლეღვნის სკოლაში ახალი სველი წერტილების მოსაწყობად;
- 25 000 ლარი – ნადაბურის სკოლაში არსებული სველი წერტილის მოსაწესრიგებლად;
- 16 000 ლარი – ხიდარში სველი წერტილების ასაშენებლად,
- 20 000 ლარი – წიფის სკოლაში საყრდენი კედლის გასამაგრებლად;
- 7 000 ლარი – ბორითის სკოლაში პანდუსის მოსაწყობად;
- 40 000 ლარი – ღორეშის საჯარო სკოლაში იატაკის, სამი კარებისა, სველი წერტილის კარების შესაცვლელად;
- 9000 ლარი – ვარძიის საჯარო სკოლაში საწვიმარი ღარებისა და სკოლის გარე კედლების შესალესად;
- 15000 ლარი – მოლითის საჯარო სკოლაში სახურევის ნაწილის შესაცვლელად;
- 15000 ლარი – ბაზალეთის საჯარო სკოლაში ღობისა და სველი წერტილების მოსაწესრიგებლად;
- 20000 ლარი – საღანძილის საჯარო სკოლაში სახურავის გადასაღებად, კედლების შესალესად და იატაკის რეაბილიტაციისთვის;
- 5000 ლარი – მარელისის დაწყებითი სკოლის ეზოს შემოსაღობად;
- 5000 ლარი – ხევის საჯარო სკოლის კოსმეტიკური რემონტისთვის;
- 25 000 ლარი – ვახანის საჯარო სკოლაში ახალი სველი წერტილის მოსაწყობად;
- 42 000 ლარი – თეთრაწყაროს სკოლაში იატაკის დასაგებად, სველი წერტილის მოსაწერიგებლად და მცირე კოსმეტიკური რემონტისთვის (კიცხის სკოლის მშენებობასთან დაკავშირებით ამ სკოლის მოსწავლეები თეთრაწყაროს სკოლაში ისწავლიან).
ფოტოზე: ხარაგაულის #3 სკოლა