კიცხის, ბაზალეთისა და ბორის საჯარო სკოლები 122 საჯარო სკოლასთან ერთად მეორე წელია ჩართულები არიან USAID-ის პროექტში, რომელიც ხელს უწყობს პირველ-მეექვსე კლასელებში წიგნიერების დონის ამაღლებას ქართულსა და მათემატიკაში. კიცხის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ წიწილაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სკოლებმა პროექტის ფარგლებში მიიღეს მასალები და წიგნები, გადამზადდნენ მასწავლებლები. პროექტის მიმდინარეობისას დამკვირვებლები სკოლებში დაესწრენ გაკვეთილებს და აღნიშნეს, რომ პროექტი შედეგიანია.

თამარ წიწილაშვილის ინფორმაციით, 24-25 მარტს კიცხის, ბაზალეთისა და ბორის სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. „ძალიან პროდუქტიული და საქმიანი შეხვედრა იყო, – ამბობს თამარ წიწილაშვილი, – შევისწავლეთ, თუ როგორ მივეხმაროთ მასწავლებელს წიგნიერების დონის ამაღლებაში. ორი დღის მანძილზე ჩვენთან მუშაობდნენ განათლების სფეროს ექსპერტები ქეთი ჩაჩხიანი, პაატა პაპავა, გია ნოზაძე და პროექტის ხელმძღვანელი ნენსი პარკი.“ პროექტის დასრულების შემდეგ ჩატარდება კვლევა.