არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (თავმჯდომარე ცისანა ჭიპაშვილი) ხარაგაულის ხუთ საბავშვო ბაღში ეკოპროექტს განახორციელებს.
ორგანიზაციის დამფუძნებლის, ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით პროექტს – „ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ – კომპანია BP საქართველო აფინანსებს. პროექტი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ყოველწლიურად დაახლოებით 300 კბმ შეშას, 25 000 ლარის ელექტროენერგიას და 4000 ლარის თხევად აირს მოიხმარს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – პროექტით გათვალისწინებულია ალტერნატიული ენერგოეფექტური წყაროებით, კერძოდ, მზის მიკროელექტროსადგურით ელექტროენერგიის გამომუშავება. ეს სისტემა ელექტროენერგიის ხარჯს გაანახევრებს. მივიღებთ 25-27 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს და წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ეკონომიას მოგვცემს.
მზის ელექტროსადგურები ხარაგაულში ხუთი საბავშვო ბაღის შენობის სახურავზე დამონტაჟდება. საბავშვო ბაღების შენობები მზესთან მათი მდებარეობის მიხედვით შეირჩევა. მზის სადგურების მონტაჟი ამ წლის ივნისში დამთავრდება.“
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ პროექტში გაერთიანების თანამონაწილეობა ერთჯერადად 8 ათასი ლარია. მისივე ინფორმაციით, ამ ინოვაციური პროექტის დანერგვით წელსვე ელექტროენერგიას მნიშვნელოვნად დაზოგავენ. ხუთ საბავშვო ბაღს თავად ის კომპანია შეარჩევს, რომელიც მზის ელექტროსადგურებს დაამონტაჟებს.
კომპანია BP საქართველოსა და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ეკო-გრანტების პროგრამაში, ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გარდა, კიდევ სამი გამარჯვებული გამოვლინდა:
ფოტოებზე: ხათუნა მანჯავიძე პროექტის პრეზენტაციისას, საგრანტო კონკურის გამარჯვებული ორგანიზაციები დონორებთან ერთად.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი