ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ზაზა არევაძემ გაიმარჯვა. ამ ინფორმაციას რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს. სამი კონკურსანტიდან ზაზა არევაძემ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ.
29-30 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება. დავით კიკნაძის ინფორმაციით, დაბალი შედეგები დაფიქსირდა და კონკურსანტების დიდმა ნაწილმა ბარიერი ვერ გადალახა.
დირექტორობის მსურველთა ტესტირება ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილე კონკურსანტებიდან ტესტირება წარმატებით გაიარეს მარინე სახვაძემ, ქეთევან ბარბაქაძემ და მარინა ხვედელიძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,