

სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი ცეტრალურმა საარჩევნო კომისიამ 113 947 ლარად გამოაცხადა.
ტენდერში შპს-მ „მშენებელი 2013“ გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოები 105 ათას ლარად უნდა შეასრულოს.
ამჟამად შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი მიმდინარეობს. გაილესება და მოპირკეთდება პირველი და მეორე სართულები. პირველ სართულზე საკონფერენციო ოთახი განთავსდება, მეორე სართულზე – თანამშრომელთა კაბინეტები. დამატებით, შენობის მარჯვენა მხარეს, საწყობი აშენდება და შენობის გარე ფასადი შეიღებება.
„მომავალი არჩევნებისთვის კომისიას საკუთარი საკონფერენციო დარბაზი ექნება და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ტრენინგებს ადგილზე ჩავატარებთ. გაუმჯობესდება თანამშრომელთა სამუშაო პირობები,“ – ამბობს #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე.
სარემონტო სამუშაოები 18 მარტს უნდა დასრულდეს.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული