„ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ხარაგაულში ყველაზე განათლებული, ინტელექტუალური და კულტურული საზოგადოება ცხოვრობს. ამ პროექტით ხარაგაულელებმა მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორი ჯანსაღი დამოკიდებულება გვაქვს გარემოს მიმართ,“ – ამბობს ევროპული პროექტის „მოვუაროთ პლანეტას“ კოორდინატორი საქართველოში ცისანა ჭიპაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ ახორციელებს პროექტს „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხრდაჭერით.“ პროექტის პრეზენტაცია 28 მარტს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დარბაზში შედგა.
პროექტის ხელმძღვანელის, ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა ალტერატიული ურნები პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნის პარკებისთვის.
„პროექტის წარმატება საზოგადოების თანადგომის გარეშე წარმოუდგნელია. ეს უნდა გახდეს საყოველთაო სახალხო საქმე,“ – ამბობს ხათუნა მანჯავიძე. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ალტერნატიული ურნები განთავსებულია რკინიგზის სადგურთან, აგრარულ ბაზართან, ე. წ. ტაქსების გაჩერებასთან, საბაგიროს შენობასთან, ავტოტრანსის წინ, საჯარო რეესტრთან, საავადმყოფოსთან და სოფელ ლაშეში. ურნები დაიდგმება მუნიციპალიტეტის ოცივე ტერიტორიულ ორგანოში. პროექტის ავტორებს მიჩნიათ, რომ საავტომობილო გზის მიმდებარე სოფლებში უმჯობესია ურნები გზის პირებზე დაიდგას. სოფლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები.
ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსდა, მოითხოვდა თანამონაწილეობას. „ხარაგაულდასუფთავების“ სამსახური (დირექტორი ომარ მაჭავარიანი) უზრუნველყოფს სოფლებში ურნების დაცლას და მის ტრანსპორტირებას ხარაგაულში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიზნით დასუფთავების სამსახურის სუბსიდია 5 ათასი ლარით გაზარდა. პოლიეთილენის ბოთლების დასაპრესიად ტერიტორია ს/ს „ავტოტრანსმა“ (დირექტორი დათო ხარაძე) შეღავათიან ფასად მიაქირავა ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“. ეროვნულ პარკი, საჭიროების შემთხვევაში დარბაზს უსასყიდლოდ დაუთმობს. პროექტის თანახმად, იგეგმება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებლების ერთდღიანი ტრენინგი. ისინი იმსჯელებენ დიოქსინის მავნებლობაზე და სკოლებში ჩაატარებენ გაკვეთილს ამ თემაზე.
„ადამიანები მიკავშირდებიან სოფლებიდან და ითხოვენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიდგას ალტერნატიული ურნა. ასეთი დამოკიდებულება ხაზს უსვამს საზოგადოების დამოკიდებულებას ბუნებისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ,“ – ამბობს ხათუნა მანჯავიძე.
ცისანა ჭიპაშვილის თქმით, ბოთლებისა და პარკების შეგროვება არის საშუალება, რომ ის არ მოხვდეს ბუნებაში და არ დაიწვას. პლასტმასის ბოთლების დაწვის შედეგად წარმოიშობა დიოქსინი, რომელიც უმძიმეს შედეგებს იწვევს – დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე.
პროექტის თანახმად, ოთხი ტონა პოლიეთილენის შეგროვება იგეგმება. გამოკითხვებით დადგინდა, რომ თითოეულ ოჯახში ყოველკვირეულად პოლიეთილენის ორი ბოთლი მაინც გროვდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 11 ათასი ოჯახია და, სავარაუდოდ,ოთხი ტონა პოლიეთილენი შეგროვდება. თუ ასე მოხდა, პროექტის დასრულების შემდეგ ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ დააფინანსებს მცირე პროექტებს.“
„არ უნდა დავიზაროთ პოლიეთილენის მოგროვება და მისი მიტანა ურნასთან; სხვებისთვის თქმა, რომ ჩაერთონ პროექტში, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – მე მაგალითად, ვერ ვგრძნობ თავს ღირსეულ ადამიანად, როცა ირგვლიც ვხედავ დაყრილ ნარჩენებს, პოლიეთილენის ბოთლებსა და პარკებს და იმას, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ეგუება. ამ დროს ვსვამთ სამშობლოს სადღეგრძელოს და თავი ამქვეყნად ყველაზე მაგრები გვგონია.“
პროექტს სოციალური დატვირთვაც აქვს. ხათუნა მანჯავიძის თქმით, ჩაიბარებენ პოლიეთილენის ბოთლებს, თუმცა ამ საკითხზე დეტალები ზუსტდება.
პროექტის დაწყებისთანავე მასში აქტიურად ჩაერთო ეროვნული პარკის მეცნიერ-თანამშრომელი მანანა ტაბაშიძე. მისი ინიციტივით ხარაგაულსა და ბაზალეთში დასუფთავების აქციები მოეწყო. „რაღაც უნდა მოვიფიქროთ – ერთხელ საფუძვლიანად დასავუფთაოთ გარემო და მერე, ვისაც დააფიქსირებენ გარემოში ნარჩენების გადაყრისას, დააჯარიმონ, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – ხარაგაულში ტურიზმის განვითარება გვინდა, საამისოდ კი არაფერს ვაკეთებთ. ტურისტი რომ ნახავს ჩვენს მდგომარეობას, ძალიან ცუდი წარმოდგენა შეექმნება.“
„გადამდებია ყველა ქმედება – კარგიც და ცუდიც, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – საზოგადოების განწყობას აქვს უდიდესი მიშვნელობა. ორიენტაცია ავიღოთ კეთილ საქმეზე.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი