ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას 43 ათას ლარად ღირებული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის შეძენაზე უარი უთხრა.
საკრებულომ ვერ გაიზიარა მერიის არგუმენტები. მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე ამბობს, რომ ავტომანქანის შეძენა აუცილებელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რთული გეოგრაფიული რელიეფისა და არსებული ავტოპარკის მოძველების გამო.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი ამბობს: „ცენტრალური ხელისუფლებიდან ყველა მუნიციპალიტეტს შემოგვთავაზეს, რომ ბიუჯეტში 16 ათასი დოლარის ექვივალენტის თანხა გაგვეთვალისწინებია მესამე კლასის მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად, ხოლო ავტომანქანები, რომელთა შეკეთება ძვირი ჯდება, – გავყიდოთ.“
მერიას საკრებულოში არ წარუდგენია დოკუმენტი, თუ რა თანხა დაიზოგება ძველი ავტომანქანების გაყიდვითა და ახლის შეძენით და რომელი ავტომანქანების გაყიდვას გეგმავენ.
საკრებულოს წევრი დავით კიკნაძე ხარაგაულში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ახალი ავტომანქანის შეძენას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ახლა ძვირადღირებული მანქანის შეძენის დრო არ არის. ეს მოსახლეობას გაანაწყენებს.
„ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მხოლოდ ერთ ოჯახს ასი ლარით დავეხმარებით და ამ დროს ახალი მანქანა როგორ უნდა შევიძინოთ?! ეს გადაწყვეტილება ფინანსურად გაუმართლებელი და პოლიტიკური თვითმკვლელობის მცდელობა იქნება,“ – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.
„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, რომ მერიამ 43 ათას ლარად მანქანა შეიძინოს, – აღნიშნა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ, – ჯობია, ეს თანხა სოციალური პაკეტის დასაფინანსებლად მივმართოთ. ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლებისგან არაგონივრულ მითითებას ვერ გაიზიარებს.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი