შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული გ. ლ. და 1985 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა, 1979 წელს დაბადებულ ი. ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 5 და 29 იანვარს, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში მცხოვრები ხუთი მოქალაქის კუთვნილი სახლები გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

წყარო