ამ წუთებში, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირში დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის 104 მოჭიდავე მონაწილეობს.

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის, ოთარ ყუაშვილის ინფორმაციით, ტურნირში გამარჯვებული საუკეთესო ექვსეული მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც თებერვლის ბოლოს გაიმართება.

„დიდი მადლობა ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრს მოწესრიგებული და გულიანი მასპინძლობისთვის, – ამბობს ოთარ ყურაშვილი, – ძლიერი სპორტსმენები ჰყავს ხარაგაულის და იმედი მაქვს, ისინი თავიანთ კუთხეს ასახელებენ.“

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ტურნირში 19 ხარაგაულელი მოჭიდავე ჩაერთო.

„წელს გვინდოდა ხარაგაულში ფინალური ეტაპი ჩაგვეტარებია, – ამბობს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის პროგრამების მენეჯერი და ტურნირის მსაჯი ვეფხვია ღონღაძე, – ჭიდაობის ფინალური ეტაპი ორდღიანია. სპორტსმენებისათვის აუცილებელია სასტუმრო. ხარაგაულის სასტუმრო ყველა მონაწილეს ვერ მიიღებდა. ამიტომ მხოლოდ ერთდღიან ზონალურ ტურნირებს ვმასპინძლობთ.“

ქართული ჭიდაობის დასავლეთ საქართველოს პირველობას ხარაგაული უკვე მეოთხედ მასპინძლობს.

თამთა გოგოლაძე