

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში 5 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებისთვის ტექნოპარკიდან პირდაპირი ჩართვა განხორციელდა.
კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ ახალგაზრდებს კიბერჰიგიენის საბაზისო კურსი გააცნო.
-თუ ადრე დანაშაული ხდებოდა რეალურ სივრცეში – ქუჩაში, ავტობუსში, სადარბაზოში, ახლა კრიმინალმა ონლაინ სამყაროში გადაინაცვლა, – აღნიშნა ანდრო გოცირიძემ – არსებობს საფრთხეები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს თქვენს ინტერნეტთან წვდომის მოწყობილობებს. ერთ-ერთი ასეთი საფრთხე ვირუსია.
თქვენი კომპიუტერის ან ტელეფონის დავირუსება ყველაზე ხშირად შეიძლება გამოიწვიოს არასაიმედო ლინკზე გადასვლამ, ან უცნობი ფაილის ჩამოტვირთვამ. არსებობს დავირუსებული კომპიუტერის რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი:
ანდრო გოცირიძის თქმით, არასაიმედოა ფაილი ან ლინკი სკანდალური სათაურით, ან თუ რომელიმე აპლიკაცია მომხმარებლის პირად მონაცემებს ითხოვს.
როგორ დავიცვათ კიბერუსაფრთხოება:
კიბერდანაშაულის ნებისმიერ შემთხვევაში აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს 112.
თამთა გოგოლაძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.