

დღეს, 5 თებერვალს, მსოფლიოში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ტექნოპარკში ერთდღიანი ტრენინგები გაიმართება.
16:00 საათზე ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში ტექნოპარკიდან პირდაპირი ჩართვა განხორციელდება.
ტრენინგი უფროსკლასელებისათვის – კიბერსუსაფრთხოებაზე, ხოლო მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მანდატურებისთვის კიბერბულინგზე ჩატარდება.
ტრენინგი ლაივსტრიმის მეშვეობით, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის გარდა, გადაიცემა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების ცენტრებსა და ტექნოპარკებში – ზუგდიდში, რუხში, ბაღდათში, ჭოპორტში, ახმეტასა და თელავში.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა – „მკვლელი თამაშები“, კიბერდანაშაული, ფიშინგი, პერსონალური მონაცემების დაცვა და მოისმინონ რჩევები გამოცდილი სპეციალისტებისგან უსაფრთხო ონლაინ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
დასწრება თავისუფალია.
„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ მსოფლიოში 2005 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტსივრცის შექმნა და ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და „ციფრული წიგნიერების“ დონის ამაღლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე მათ მშობლებსა და პედაგოგებში, მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
უსაფრთხო ინტერნეტის მსოფლიო დღეს საქართველო წელს პირველად უერთდება.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,