
„იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაციის“ დაფუძნებაში მონაწილეობისა და გაწევრიანებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერს თანხმობა მისცა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი აფუძნებს. თუმცა, მისი წევრობა ნებისმიერ იურიდიულ და კერძო პირს შეუძლია.
კახა გოლუბიანი ამბობს, რომ ორგანიზაციას ეყოლება ორი წლის ვადით არჩეული სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შევლენ.
„იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაციის“ საწევრო შენატანი, სავარაუდოდ, 9 ან 10 ათასი ლარი იქნება.
რას მოხმარდება ეს თანხა, ვის წარადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამ ორგანიზაციის წევრად, ჯერჯერობით უცნობია.
კახა გოლუბიანის ინფორმაციით, შემუშავდება იმერეთის მხარის ერთიანი ტურისტული მარშრუტი, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ნინო კაპანაძე
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს