
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს ხარაგაულში ხანძრის 52 შემთხვევა დაფიქსირდა.
შენობა-ნაგებობების ხანძრის 22 შემთხვევიდან განადგურდა 16 და დაზიანდა 6 ობიექტი. ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი;
ავტოსატრანსპორტო საშუალების ხანძრის 7 შემთხვევიდან განადგურდა 5 და დაზიანდა 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი;
ხარაგაულში ღია ტერიტორიაზე ხანძრის 11, ხოლო ტყის ხანძრის 12 შემთხვევა დაფიქსირდა.
2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 48 სამაშველო ღონისძიება. აქედან 14 შემთხვევაში საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაფიქსირდა 12 გამოძახება. 22 შემთხვევაში კი განხორციელდა სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხანძრების გაჩენის ძირითადი მიზეზი ელექტროგაყვანილობის, ასევე ღუმელებისა და საკვამურების მოუწესრიგებლობაა. ამიტომ მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ კუთხით სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას უნდა დაუთმოს. ასევე უნდა დაიცვას შენობა-ნაგებობების, სათავსოების, ტერიტორიის მოვლა-პატრონობის საერთო წესები და სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები.
თამთა გოგოლაძე
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს