მაყურებლის თხოვნით, უკვე მეოთხედ, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, 6 თებერვალს, 15-00 საათზე, ხარაგაულის კინოთეტრში, სპექტაკლს „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ გამართავს.
სპექტაკლის რეჟისორია ირინე ჩხეიძე. პიესა ქართველ მწერალსა და დრამატურგს ირაკლი სამსონაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლის დღემდე გამართულ ყველა ჩვენებაზე ბილეთები სრულად გაიყიდა.
სპექტაკლში მონაწილეობენ ქართული ხალხური ზღაპრის გმირები:
ინდაური ინდიკო, ციდან მოვლენილი საჩუქარი – დავით ჭყოიძე;
თოვლის პაპა – ნიკოლოზ წიკლაური;
ბაბალე – ლუიზა კიკნაძე;
კომბლე – გიორგი ჭიპაშვილი;
ცხვარი – მაია ბერაძე;
მგელი – ვასილ კიკნაძე;
მელია კუდაგრძელია – ლია ჭიპაშვილი;
ნაცარქექია – გიორგი მაქაძე;
დევი – ბექა ხიჯაკაძე.
ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ. ფასი 2 ლარი.
სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში 16 იანვარს გაიმართა.
2024 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიმა მეთიუ მილერმა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით,
10 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეების,
საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ
თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის