
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში პირველ თებერვალს, უკვე მეოთხედ, წიგნის კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ღონისძიება წელს პირველად სამი დღეს გასტანს. პირველიდან 3 თებერვლის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე ლიტერატურული აქტივობა გაიმართება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია და 60-მდე ავტორი. თბილისის გარდა შეხვედრები და სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები დაგეგმილია საქართველოს თხუთმეტამდე ქალაქში, დაბასა და სოფელში. წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორების წარმომადგენლები.
ღონისძიებები ოფიციალურად 2019 წლის, პირველ თებერვალს, 12:00 საათზე თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში „არტისტული ყვავილების“ კითხვით გაიხსნება. ღონისძიება ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 60 წლისთავს და ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო პოეტური კრებულის „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 100 წლის იუბილეს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ვახტანგ ჯავახაძე, რატი ამაღლობელი, ანი კოპალიანი, ნინია ნადირაძე და ილია ჭანტურია.
2019 წელს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა 3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება. მკითხველს ლაშა ბუღაძესთან, პაატა შამუგიასთან და ზვიად კვარაცხელიასთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. ისინი ლიტერატურასა და ადამიანის უფლებებზე ისაუბრებენ. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეოთხედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურისა ხელოვნების ცენტრის ინფორმაციით, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პირველ თებერვალს, შოთა ნიშნიანიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამ პოეტის წიგნს მკითხველები საჯაროდ წაიკითხავენ. წიგნის კითხვის მსოფლიო დღე ხარაგაულის სასოფლო ბიბლიოთეკებშიც აღინიშნება.
ფოტოზე: წიგნის კითხვის მსოფლიო დღე ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში, 2018 წ.
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს