

ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. უკმაყოფილებას გამოთქვამენ მძღოლები და მგზავრები.
მშენებელი კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას 2019 წლის შემოდგომისთვის გვპირდება.
მანამდე რომ გზა გავლადი იყოს, ვის ევალება ამის უზრუნველყოფა, – ამ შეკითხვით საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი ერაგიასგან მოპოვებული ინფორმაციით, „გზის მშენებლობის დროს მშენებელ კომპანიას მოვლა-შენახვის სამუშაოების ვალდებულება არ აქვს. თუმცა, გზა გამტარუნარიანი უნდა იყოს. სამუშაოების წარმოებისას მგზავრებს დისკომფორტი შეექმნებათ, მაგრამ მშენებელი გაუვალ გზას არ დატოვებს.“
გიორგი ერაგიას ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის და თუ თვითმმართველობა მის მოწესრიგებას გადაწყვეტს, დეპარტამენტს უნდა შეუთანხმდეს.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მოვლა-პატრონობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ტენდერით გამოვლენილ კომპანია „ბორანს“ ეკისრებოდა. გზის მშენებლობის დაწყების შემდეგ „ბორანს“ ეს ვალდებულება მოეხსნა.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული