
გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – დღეს, 24 იანვარს, ხარაგაულში მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.
2019 წლის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ათი სკოლა მონაწილეობს. მათგან ბაზალეთის, ბორითის, ბორის, კიცხის, მარელისის, ლეღვანის, საღანძილისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლების ეკოკლუბების წარმომადგენლებმა დღევანდელ კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები წარმოადგინეს.
„კონფერენციის მიზანი ეკოკლუბებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაა, – აღნიშნა შეხვედრაზე კონფერენციის ორგანიზატორმა, ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბაოს“ ლიდერმა მასწავლებელმა თეა ტალახაძემ.
გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობები წარმოადგინეს გიგა ხიჯაკაძემ (ხარაგაულის #2 სკოლა, ეკოკლუბი „მწვანე სამყარო“), კესო ჩხიკვაძემ (ბაზალეთი, ეკოკლუბი „ბაო“), სერგი მაჭავარიანმა (ბორი, ეკოკლუბი „ბუნების მცველები“), ნიკა გორგაძემ (ბორითი, ეკოკლუბი „გლობალ X“), შოთა ზვიადაძემ (კიცხი, ეკოკლუბი „მწვანე ხელები“), ნია ყიფიანმა (მარელისი, ეკოკლუბი „სიმბიოზი“), თემურ ფცქიალაძემ (ლეღვანი, ეკოკლუბი „ევკალიპტი“), ნინო კიკნაძემ (საღანძილე, ეკოკლუბი „სარსარაკი“).
ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებში მოსწავლეებმა სიღრმისეული ცოდნა გამოამჟღავნეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა მათ მიერ სოფლებში დასუფთავების აქციების მოწყობა და უმცროსკლასელებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული ტრენინგებია.
კონკურსში მონაწილე ეკოკლუბების მოსწავლეებმა ის ადგილები დალაშქრეს, სადაც ნიკო კეცხოველი მოგზაურობდა. ისინი ახლოს გაეცვნენ ხარაგაულის სოფლების, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტების ფლორასა და ფაუნას. კონკურსის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით ეკოკლუბებმა გარემოს დაცვის ინოვაციური ღონისძიებები დანერგეს.
კონკურსანტები განხორციელებული აქტივობებით ფასდებიან და კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადადიან. თვის ბოლოს მთავრდება კონკურსის პირველი ეტაპი – ქულების დაგროვება. საუკეთესო შედეგების მქონე ეკოკლუბები ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებენ.
კონფერენციის ორგანიზატორმა თეა ტალახაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ხარაგაულის საგანმანთლებლო რესურსცენტრს (უფროსი მარინე ვეფხვაძე), განათლების პროფკავშირის რაიონულ ორგანიზაციას (თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე), ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძეს.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსია, რომლის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. კონკურსის ფინალი 2019 წლის 21 მარტს, ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება.
კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (Austrian Development Cooperation) ხორციელდება.
გასულ წელს კონკურის საუკეთესოთა ათეულში ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბაო“ მოხვდა.
წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის მონაწილეებს.
ნინო კაპანაძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ