

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს.
სახარების მიხედვით, ეს არის დღე, როცა უფალი იესო ქრისტე მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისგან მოინათლა. აქედან იღებს სათავეს ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლო – ნათლობა.
ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ.“
დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) წირვის შემდეგ წყალი აკურთა. მორწმუნეებმა ნაკურთხი წყალი სახლებში წაიღეს.
გასულ წელს ხარაგაულში მდინარე ჩხერიმელაში წყალში განბანვის რიტუალი ჩატარდა.


ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით