

ხარაგაულში, დღეს, 16 იანვარს სპექტაკლის „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ პრემიერა შედგა.
ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ამერიკელ ინდაურ „ინდიკოზე“ (მსახიობი დავით ჭყოიძე) მოგვითხრობს. სპექტაკლში ქართული ხალხური ზღაპრების გმირები მონაწილეობდნენ. თოვლის პაპას ნიკოლოზ წიკლაური ასახიერებს, თოვლის ბებო ბაბალეს – ლუიზა კიკნაძე, კომბლეს – გიორგი ჭიპაშვილი, ცხვარს – მაია ბერაძე, მელიას – ლია ჭიპაშვილი, მგელს – ვასილ კიკაძე, ნაცარქექიას – გიორგი მაქაძე, დევს – ბექა ხიჯაკაძე.
სპექტაკლმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ სპექტაკლის – „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ – ჩვენებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების ყველა მსურველი მოსწავლისთვის აპირებენ.
სპექტაკლის მხატვარია გაიოზ შუბითიძე, ხმის ოპერატორი – დავით კვირიკაშვილი, გრიმიორი – ლიკა თაბუკაშვილი, განათებას უზრუნველყოფდა ირაკლი შარიქაძე, ტექნიკური მხარეს – ბათუ კიკნაძე, ზაზა ტაბატაძე და ავთო კვირიკაშვილი.



ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული