
ანტივირუსული პრეპარატით „ტამიფლუ“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა მუნიციპალური ცენტრი მომარაგებულია.
ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თანაშემწის, ლელა კაციტაძის ინფორმაციით, იანვარში პრეპარატი „ტამიფლუ“ გრიპის ვირუსით დაავადებულ 12 ხარაგაულელ პაციენტზე გაიცა. წამალი ოჯახის ექიმის მიერ გაცემული ფორმა #100-ის საფუძველზე იცემა.
ლელა კაციტაძე განმარტავს, რომ როგორც კი თავს გრიპის სიმპტომებს შეატყობთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს. დიაგნოზის დასასმელად ლაბორატორიული კვლევა აუცილებელი არ არის. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, გამოწერს პრეპარატს „ტამიფლუ.“
საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრში ამ წამლის მისაღებად რეცეპტთან და ოჯახის ექიმის მიერ გაცემულ ფორმა #100-თან ერთად პაციენტის პირადობის ქსეროასლი უნდა წარადგინოთ. ექიმი მიუთითებს, რა რაოდენობის წამალი უნდა მიიღოს ავადმყოფმა.
ხარაგაულის საავადმყოფოს მენეჯერის, ლაშა ელბაქიძის ინფორმაციით, საავადმყოფოში „ტამიფლუს“ მარაგი აქვთ. თუმცა, წამალს საავადმყოფოში პაციენტს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მისცემენ. ამ დრომდე ხარაგაულის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი კაფსულა „ტამიფლუ“ გაიხარჯა.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს,“ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ