

ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსია 20-20 ლარით გაიზარდა.
2019 წლის იანვრიდან ასაკით პენსიონერები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (პირველი ჯგუფი) 180 ლარის ნაცვლად 200-200 ლარს მიიღებენ, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (მეორე ჯგუფი) 100 ლარის ნაცვლად – 120 ლარს.
ხარაგაულის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის, კიაზო გამრეკელაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პენსიის ზრდა 5 990 პირს შეეხო.
პენსიის გაზრდასთან ერთად სამომხმარებლო ფასებმა მოიმატა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5% შეადგინა. ამავე უწყების ინფორმაციით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების 2,3%-იანი მატება დაფიქსირდა.
ფასები პურსა და პურპროდუქტებზე 5,9%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 5,6%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 2,8%-ით, თევზეულზე – 2,4%-ით გაიზარდა. 4,9%-ით მოიმატა ფასებმა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. ჯანმრთელობის დაცვის ფასები 2,9%-ით გაიზარდა.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული