

მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლას სხვა პირზე/პირებზე (მემკვიდრეებზე).
არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობა გამოიყენება მაშინ, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან ანდერძი მოიცავს სამკვიდრო ქონების ნაწილს, ან ანდერძი, მართალია, იყო დატოვებული მამკვიდრებლის მიერ, მაგრამ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდა (ბათილად იქნა ცნობილი).
იმისათვის, რომ კონკრეტულ ქონებაზე მემკვიდრეობის საფუძველზე წარმოიშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია ნოტარიუსის მიერ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა, რომელიც შეიძლება იყოს გაცემული ან კონკრეტულ ქონებაზე/ქონებებზე, ან/და ე.წ. ზოგადი ხასიათის (ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაიცემა როგორც კანონით მემკვიდრეზე, ისე ანდერძის არსებობის შემთხვევაში). სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მემკვიდრე (ახალ მესაკუთრეს), თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) მის საკუთრებაში მემკვიდრეობის საფუძველზე გადასული ქონება.
მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მემკვიდრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.
ეს დოკუმენტებია:
1) განცხადება (რომელსაც ავსებს მიმღები ოპერატორი);
2) მემკვიდრის/დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3) სათანადო წესით (ნოტარიულად) დამოწმებული და გაცემული სამკვიდრო მოწმობა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი;
შენიშვნა: თუ წარდგენილია ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, მაშინ მემკვიდრემ/დაინტერესებულმა პირმა აგრეთვე უნდა წარადგინოს იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებელს წარმოშობილი ჰქონდა საკუთრების/სარგებლობის უფლება.
4) თუ სამკვიდრო ქონება არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე და საჯარო რეესტრში დაზუსტებული არ არის მისი საკადასტრო მონაცემები, აგრეთვე წარდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია;
(მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას აწარმოებენ საამზომველო კომპანიები)
5) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:
4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი
შენიშვნა: თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლება ან/და დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები (გარდა თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და რეკრეაციულ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა), რეგისტრაცია წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 4 სამუშაო დღის ვადაში.
შესაძლებელია დაინტერესებული პირის/მემკვიდრის დაჩქარებული მომსახურებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადები შემდეგნაირია:
განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი
ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი
სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.
დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე. ტელ.: 2405405 ან საჯარო რეესტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: https://www.facebook.com/NAPR.gov.ge?ref=hl
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,