ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ქართული ენისა და ლიტერატურის სესია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაიშალა.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა მაჭავარიანი ამ ფაქტის გამო უკმაყოფილოა:
„დალუქული ტესტები გასული წლის აღმოჩნდა. თუმცა მუშაობა მაინც დავიწყეთ. ტესტირების ბოლოს გვითხრეს, რომ ნამუშევრები გაუქმდა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოლიმპიადა განმეორებით ჩატარდება“.
ხარაგაულში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის, ეკატერინე როსტიაშვილის, ინფორმაციით ტესტებთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეწყდა. ოლიმპიადა განმეორებით 13 იანვარს, კვირას, 12:30 საათზე გაიმართება,“ – ამბობს ეკატერინე როსტიაშვილი.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ ხარვეზთან დაკავშირებით პრესსამსახური განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
ხარაგაულში ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მეორე ტურში გადასული 12 მონაწილიდან ცხრა ხარაგაულელი მოსწავლე მონაწილეობდა.
დღესვე, ოლიმპიადის მეორე ტური ისტორიაშიც გაიმართება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვრიდან დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ხარაგაულში ოლიმპიადა #2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ვალერი გოგნაძე) მიმდინარეობს.
8 იანვარს გამართულ ოლიმპიადაში, მათემატიკისა და ინგლისური ენის საგნებში, თითო-თითო ხარაგაულელი მოსწავლე მონაწილეობდა. მათემატიკის სექციაში მეორე ტურში გადასული ერთი ხარაგაულელი მოსწავლე არ გამოცხადდა.
ოლიმპიადაზე უკვე გამართული საგნებიდან ხარაგაულში ყველაზე მეტი მოსწავლე გეოგრაფიაში იყო რეგისტრირებული. 9 იანვარს, გეოგრაფიაში 19 რეგისტრირებული მოსწავლიდან მეორე ტურში მონაწილეობა 17-მა მიიღო.
ხარაგაულში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ხვალ, 11 იანვარს, ბიოლოგიის საგნით დასრულდება.
ფიზიკაში, ქიმიაში, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში ოლიმპიადის მეორე ტურში არც ერთი ხარაგაულელი მოსწავლე არ გადასულა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი