

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალო თეატრი პრემიერაზე გვეპატიჟება.
ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ სპექტაკლი „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი“ დადგა.
„მინდოდა, რომ საახალწლო სპექტაკლი მსუბუქი და იუმორისტული ყოფილიყო, ამიტომ შევარჩიეთ ეს პიესა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – სპექტაკლი მოგვითხრობს ამერიკელ ინდაურზე, რომელმაც ახალი წლის მოპარვა გადაწყვიტა. ნიშანდობლივი და საგულისხმო სპექტაკლია და ამავე დროს – გასართობი. სპექტაკლში მონაწილეობენ ქართული ხალხური ზღაპრების გმირები.“
სპექტაკლის პრემიერა 16 იანვარს 15:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება.
სპექტაკლში მონაწილეობენ:
ინდაური ინდიკო, ციდან მოვლენილი საჩუქარი – დავით ჭყოიძე
თოვლის პაპა- ნიკოლოზ წიკლაური
ბაბალე – ლუიზა კიკნაძე
კომბლე – გიორგი ჭიპაშვილი
ცხვარი – მაია ბერაძე
მგელი – ვასილ კიკნაძე
მელია კუდაგრძელია – ლია ჭიპაშვილი
ნაცარქექია – გიორგი მაქაძე
დევი – ბექა ხიჯაკაძე
სპექტაკლის მხატვარია გაიოზ შუბითიძე, მუსიკალური ოპერატორი – დავით კვირიკაშვილი, ოპერატორები -ირაკლი შარიქაძე, ზაზა ტაბატაძე.
ბილეთები კინოთეატრის სალაროში ორშაბათიდან, 14 იანვრიდან, გაიყიდება.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული