დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მედიას მიმართა, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია გრიპის შესახებ, მაგრამ ნუ მიმდინარეობს მიზანმიმართული დაშინება.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გრიპის წლევანდელი სეზონი გახდა არა მოსახლეობის ინფორმირების, არამედ მოსახლეობის დაშინების და დაპანიკების საფუძველი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იმნაძის თქმით, სამწუხაროდ, გრიპის ყოველ სეზონზე არის მსხვერპლი, სტატისტიკა მძიმეა და ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი როგორც წესი, ამ სტატისტიკას არ აქვეყნებს, მაგრამ დღეს შექმნილი პანიკური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა საჯარო გაეხადა ბოლო 10 წლის სტატისტიკა. ამ სტატისტიკის თანახმად, 2009-2010 წლებში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპით 33 ადამიანის გარდაცვალება, მომდევნო წელს კი 53-ის. ამავე სტატისტიკით, 2015-2016 წლებში საქართველოში გრიპით გარდაიცვალა 50 ადამიანი. 2018-2019 წლების სეზონზე, 8 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპით 10 ადამიანის გარდაცვალება.

ვრცლად გაეცანით რადიოთავისუფლების ვებგვერდზე