გვიამბობს გივი თხელიძე:
„რა მიქენი, მამაჯადოვე, ქალოო…“
ხარაგაულის კოლორიტი პიროვნება იყო დათიკო ხუნდიაშვილი, – ყველა დათიკო ებრაელს ეძახდა. 1989 წელს, მეუღლე რუსიკოსთან ერთად გაემგზავრა ისტორიულ სამშობლო ისრაელში.
ებრაელებს შაბათი დასვენების დღედ აქვთ გამოცხადებული და განსაკუთრებულად ემზადებიან. ერთ მშვენიერ დღეს, დათიკომაც სადღესასწაულო სადილისთვის ხარაგაულის ძველ ბაზარში შეიძინა ორი ბოთლი არაყი ლიმონათის ბოთლებით. ჩადგა თავის განუყრელ „კერზავოი პრავიზიონკაში,“ – ასე ეძახდა და მუდამ მკლავზე ჰქონდა გადაკიდებული.
დათიკო ებრაელს ახლანდელ ტაქსების გაჩერებაზე „ჩისტი“ ედგა. თავად ეძახდა „ჩისტს,“ – ტუფლების მწმენდავი იყო. ჩამოკიდა ბოძზე „კერზავოი პრავიზიონკა“ და თვითონ გამვლელს ესაუბრება.
ასეთივე კოლორიტული პიროვნება იყო კაკო ფურცელაძე, – მედოლე კაკო, რომელიც მიდარაჯებული იყო, დათიკო როგორ გაეწვალებინა. კაკო ფურცელაძემ ორ ანალოგიურ ბოთლში წყალი ჩაასხა და არყით სავსე ბოთლების ნაცვლად ჩაულაგა დათიკოს „პრავიზიონკაში.“
დათიკო მივიდა სახლში, გასინჯა, – წყალია.
-არ უნდა დამხვდეს იქაა…, – არყის გამყიდველ ქალს ემუქრება, – ჰგონია, წყალი ჩაუსხა.
მეორე დილით ისევ ჩამოკიდა დათიკომ თავისი განუყრელი „კერზავოი პრავიზიონკა“ ბოძზე. მიდარაჯებულმა კაკომ წყლიანი ბოთლები ამოაცალა და ისევ არყიანი ჩაუწყო.
მივარდა დათიკო ბაზარში არყის გამყიდველ ქალს.
გასინჯა ქალმა, – ჩვეულებრივი არაყია. გაასინჯა სხვასაც, დათიკოსაც…
-რა მიქენი ქალოოო…, მამაჯადოვეეე, თუ რაშია საქმე. წყალი გამატანეე… – სახლში ავიტანე, – წყალია, ჩამოვიტანე, – ოდკა არიიი…
მერე მიხვდა დათიკო, კაკო გამიკეთებდა ამასო, – აწვალებდა ხშირად.
„ოქრო ხარ და ოქრო მოგიყვანია…“
დათიკო ებრაელის ძმა შიმშონა ცხოვრობდა სურამში. შიმშონამ შემოუთვალა, – „მასტერაოს“ მოვყვები, ცოლი მოვიყვანე და დამხვდითო.
დათიკო სადგურზე დახვდა თავისი ცოლ-შვილით. შეხედა ქალს, – არ მოეწონა რძალი.
-სიდედრია, ბიჯოო, – ჰკითხა.
-არა, რას ამბობ, მეუღლეა ჩემი…
-ოქრო ხარ და ოქრო მოგიყვანია, სად ნახე ამნაირი კაი, – გადააკეთა დათიკომ უცბად.
ტომარა წუთში დაიცალა
ბევრს ახსოვს ალბათ ავტობუსი მიმართულებით „ხარაგაული-საავადმყოფო-გაზკანტორა.“ სწორედ ამ ავტობუსს მიჰყვებოდა ხოლმე დათიკო ებრაელი საღამოს რეისზე. ამ დროს ავტობუსი მუდამ გადაჭედილი იყო და დათიკოს ბოლოს უყვარდა ასვლა (როგორც იხსენებენ, ქალებზე ხელების ფათურის იმედით). დათიკოს კაკლით სავსე ტომარა ჰქონდა ზურგზე გადაკიდებული, ავტობუსში რომ ძლივს შეეტენა. მძღოლმა კარი კი დაკეტა, მაგრამ დათიკოს ტომარა გარეთ დარჩა. ეს დაინახა კაკო ფურცელაძემ, მიეპარა და ტომარას „ზაპიჟნიკის“ დანა დაუსვა. კაკალმა „იხრიალა“ და მთელი ტომარა წუთში დაიცალა. გააჩერეო, – აყვირდა დათიკო ებრაელი. ჩამოხტა ავტობუსიდან, მიიხედ-მოიხედა და დაინახა სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი კაკო… დაუყვირა, მაგრამ სახელი ვერ გაიხსენა… „შენეე… შენეე… ორმტკაველა… ორმტკაველა.. რატო დამღუპე შენიი… უყვიროდა და თან დაბნეულ კაკალს კრეფდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი