პირველი მთამსვლელი ქალი – ალექსანდრა ჯაფარიძე 1948 წლის 2 იანვარს სტეფანწმინდაში ბეთლემის გამოქვაბულის გამოსაკვლევად გაემგზავრა, – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრა ჯაფარიძის ძმისშვილი მწერალი ივანე ჯაფარიძე.

ბეთლემის გამოქვაბულის შესახებ ალექსანდრა ჯაფარიძეს ლევან სუჯაშვილმა 1947 წლის ბოლოს შეატყობინა. ალექსანდრამ მყისვე მიმართა საქართველოს მთავრობას ნებართვისათვის, რომ მოწყობილიყო ექსპედიცია გამოქვაბულის გამოსაკვლევად. მთავრობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრა ჯაფარიძის წინადადებას და მისცა მას უფლება ეხელმძღვანელა ბეთლემის საკვლევი ექსპედიციისათვის.

1948 წლის 7 იანვარს, შობა დღეს, ალექსანდრა ჯაფარიძე თავის ჯგუფთან ერთად გამოქვაბულში შევიდა და სინამდვილედ აქცია ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ლეგენდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით დიდი მწერალი და მამულიშვილი თავის დას – მზიას გადასახლებიდან წერდა: „ალექსანდრა ჯაფარიძეს ჩემს მაგივრად მიულოცე განდეგილის ქვაბულის აღმოჩენა. მეტად მაინტერესებს და ამ აღმოჩენის შესახებ მოუთმენლად ველი გაზეთებს ან შენ დაწვრილებით წერილს. რა შესანიშნავი თემაა გარდა სხვა ყველაფრსა – ქალმა დაამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმავე აღმოაჩინა იგი – ალბათ თავის ძლიერების ხელმეორედ დასადასტურებლად! ეჰ, იქნებ ოდესმე დავწერო, ჯერ კი ხელები შემოკლებული… მაქვს… 20/VIII-1948 წ.“

ფოტოზე: ალექსანდრა ჯაფარიძე ბეთლემის გამოქვაბულის ძირში (გურამ თიკანაძის ფოტო) და ბეთლემის გამოქვაბულის კარი