

„ნოდარ დუმბაძე ყველასათვის საყვარელი მწერალია. ბავშვები დიდი ინტერესით გაეცვნენ მის ნაწარმოებებს და შეისწავლეს საბავშვო ლექსები,“- გვითხრა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 4-5 წლიანების ჯგუფის აღმზრდელმა მაია დევდარიანმა. მისი ხელმძღვანელობით საბავშვო ბაღში ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა დიდი მონდომებით წაიკითხეს მისი ლექსები, განასახიერეს ილიკოს, ილარიონის, ბებიას, ზურიკელას, ლალისა და მანანას როლები, მწერლის ნაწარმოებებიდან და შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. მშობლები და მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებს ვერ მალავდნენ და ორგანიზატორს მადლობას უხდიდნენ ნაყოფიერი მუშაობისათვის.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ქეთევან ზუმბაძის თქმით, მისთვის წარმოუდგენელი იყო ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი ღონისძიების გამართვა საბავშვო ბაღში: „ნანახით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, აღმზრდელს, ბავშვსა და მშობელს.“
სკოლამდელ დაწესებულებათა მეთოდისტმა თამარ ავალიშვილმა აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის პროგრამით გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური ღონისძიებების ჩატარება, დღეს ერთ-ერთი მათგანის ჩვენება მოეწყო.
„დღეიდან, ყოველდღიური პროგრამული მეცადინეობების გარდა, ვიწყებთ მზადებას გამოსაშვები ზეიმისათვის,“ – აღნიშნა მაია დევდარიანმა.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,