გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტყის ახალი კოდექსი წარადგინა.
ახალი კოდექსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, ევროკავშირის დახმარებით, შესაძლებელი გახდა კოდექსის საბოლოო ვერსიის მომზადება.
კანონპროექტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარდა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას და სამთავრობო გეგმებს პასუხობს და ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს.
კანონპროექტის თანახმად, ეტაპობრივად შეიცვლება ტყეებისადმი არამდგრადი მართვის ე.წ. „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა და შეიქმნება სატყეო მეურნეობები (შესაბამისად, იცვლება ტყის მართვის ორგანოებიც და ნაცვლად სსიპ-ის სამართლებრივი ფორმისა, ფუძნდება სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი/პირები). მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას, ტყეების აღდგენას, გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე, რაც გაზრდის რეგიონებში დასაქმებას; ხელს შეუწყობს ბიომასის წარმოებას, რაც, თავის მხრივ, ენერგოეფექტურობას წაახალისებს.
კანონპროექტი ამკვიდრებს ტყეების მართვას ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. 4 კატეგორიად დაყოფილი საქართველოს ტყე ისეთი პრინციპებით უნდა იმართოს, რომ ხელი შეეწყოს ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური პრინციპების თანაბრად გათვალისწინებას. ასე მაგალითად, ფუნქციური დანიშნულება გაზრდის ტყეების რეკრეაციული და კურორტოლოგიური პოტენციალის გამოყენებას, არამერქნული რესურსებით სარგებლობას, გაზრდის ტყეების, ერთი მხრივ, დაცულობას და, მეორე მხრივ, დასაქმებასა და შემოსავლებს ბიუჯეტში.
შემოდის ტყით სარგებლობის ახალი და გამარტივებული სახეები და უპირატესობა მრავალმიზნობრივ ტყით სარგებლობას მიენიჭება.
მკაცრდება დღემდე არსებული ტყეების ამორიცხვის წესი, რაც ხელს შეუწყობს ტყის მდგრადი მართვის მთავარი მიზნის ეტაპობრივ მიღწევას.
ახალი კოდექსით უქმდება ტყის ფონდის არასწორი ცნება და შემოდის გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) მისადაგებული ტყის განმარტება, რითაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების და ანგარიშგებას შეეწყობა ხელი, მეორე მხრივ, გაუმჯობესდება და გაიზრდება ტყით დაფარული ფართობების რაოდენობა ან/და სამართლებრივ მოწესრიგებას დაექვემდებარება ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საკმაოდ გაუაზრებლად ამორიცხული ან/და ლიცენზირებული ფართობები. უქმდება ხე-ტყის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის წესი და ტყის მიჩენის წესით სარგებლობა, თუმცა, არსებული ინარჩუნებს ძალას მათი ვადის ამოწურვამდე. ლიცენზირებას ანაცვლებს ზემოთ ხსენებული მეურნეობების შექმნა, რაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა.
თავის მხრივ, მეურნეობების აღდგენა მეტყევეთა და სატყეო საქმის (ტყის მუშები) პროფესიული კადრების გაცილებით მეტ რაოდენობას მოითხოვს. კანონპროექტით სავალდებულო ხდება ტყის მართვაში ასეთი კადრების მონაწილეობა. აღნიშნული გარდა იმისა, რომ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, იმავდროულად გამოიწვევს მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციას.
სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა. შესაბამისად, ტყის ინვენტარიზაციის შედეგად, დამტკიცებული მართვის გეგმები სავალდებულოდ იქნება შესასრულებელი. გარდა ამისა, მკვიდრდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყეების ეროვნული აღრიცხვის სისტემა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და გამართული საერთაშორისო ანგარიშგების განხორციელებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი