

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საახალწლო ზეიმები მიმდინარეობს.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში დღეს, 27 დეკემბერს, ჯგუფ „ჭიამაიასა“ და „წითელქუდას“ ზეიმი გაიმართა. აღსაზრდელებმა სხვადასხვა როლები მოირგეს და საახალწლო წარმოდგენებში ჩაერთვნენ.
პატარების ზეიმს „ფიფქია“ (ეკა ჩეკურიშვილი), „თოვლის ბაბუა“ (ლია ხმალაძე) და „მგელი“ (მზია ლურსმანაშვილი) შემოუერთდნენ.
ჯგუფ „ჭიამაიას“ (აღმზრდელები ეკა კაციტაძე და ნინო ფცქიალაძე, აღმზრდელის თანაშემწე მზევინარ ბოგვერაძე), აღსაზრდელები გოჭების, მელიების, ყინულის დედოფლის, მგლების, ჯუჯების, ფიფქიების და სხვა ზღაპრის გმირების როლებს ასრულებდნენ და თოვლის ბაბუასთან ერთად სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები გამართეს.
ჯგუფ „წითელქუდას“ (აღმზრდელები მაია ნანიტაშვილი და ნანა ჯოხაძე, აღმზრდელის თანაშემწე მზია ლურსმანაშვილი) აღსაზრდელები კი გოჭუნები იყვნენ, რომლებმაც ფიფქიასა და თოვლის ბაბუას დახმარებით ტყეში სახლები ააგეს. საბავშვო ბაღის ზეიმზე მოსული „მგელი“ კეთილი აღმოჩნდა და პატარებთან ერთად შეუდგა მხიარულებას.
მუსიკის პედაგოგები თამარ ოსანაძე და ირმა ყანჩაველი ბავშვებს საახალწლო განწყობის შექმნაში მხიარული მელოდიებით ეხმარებოდნენ.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) შემავალ საბავშვო ბაღებში საახალწლო ზეიმები 20 დეკემბრიდან დაიწყო და 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული