
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ პროექტი „ჩვენ აქ ვართ“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.
პროექტი საზოგადოებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად, შშმ პირთა საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით განხორციელდა.
„ყველაზე მთავარი, რასაც ამ პროექტით მივაღწიეთ ისაა, რომ საზოგადოებაში ამ დრომდე „უჩინარი“ ადამიანები გამოჩნდნენ, – აღნიშნა „ნაბიჯი ხარაგაულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან გურგენიძემ პროექტის შეჯამებისას, – მათი პრობელემები გაზეთ „ჩემი იმერეთის“ ყოველთვიურ ჩანართში „ჩვენ აქ ვართ“ ცხრა თვის განმავლობაში შუქდებოდა.
ოჯახები შშმ პირების საჭიროებებზე ალაპარაკდნენ. მშობელთა კომიტეტი შეიქმნა და მისმა წევრებმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ვითანამშრომლეთ და 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მძიმე დარღვევის მქონე შშმ პირთა ოჯახები ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. პროექტმა ხარაგაულში დღის ცენტრის გახსნის აუცილებლობა დაგვანახა.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გივი თხელიძემ და იუზა კელენჯერიძემ, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძემ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ აღნიშნეს, რომ მათ უფრო ნათლად დაინახეს შშმ პირთა საჭიროებები, მათი ოჯახების მდგომარეობა. ამ პროექტმა ხელი შეუწყო შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. ხელისუფლების წარმომადგენლები რუსუდან გურგენიძეს მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
პროექტის ფარგლებში შშმ პირები ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონს“ სტუმრობდნენ. მას შემდეგ რამდენიმე მათგანი „ორიონის“ ბენეფიციარია. შეხვედრაზე მშობლებმა ლია მაღრაძემ და ლიანა კაკიაშვილმა მიღწეული შედეგების გამო კმაყოფილება გამოხატეს. ისინი ამბობენ, რომ ხარაგაულში დღის ცენტრის გახსნის საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე კვლავ დააყენებენ.
2019 წლის იანვრიდან ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ამოქმედდება. ცენტრის შექმნის ინიციატორი, ა/ო „წიფლარის“ ხელმძღვანელი მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ მშობლებს შეუძლიათ მათთვის სასურველ პროფესიას დაეუფლონ.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ