ხარაგაულში 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებს დღეს, 25 დეკემბერს, იმერეთის მხარის სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო განიხილავს, – ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ 24 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს თავდაპირველად 2019 წელს რგფ-იდან განსახორციელებელი 36 პროექტი წარუდგინა მოსაწონებლად. თუმცა დეპუტატებისა და მოსახლეობის მოთხოვნების გამო პროექტთა რაოდენობა გაიზარდა.
საკრებულოს სხდომას ღუდუმექედისა და ახალსოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. ისინი ახალსოფელში ცენტრალური სასოფლო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ახალსოფლელი ბუდუ თაბუკაშვილი ამბობს, რომ ახალსოფლისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე გავლა მალე ფეხითაც შეუძლებელი იქნება.
მერის ინფორმაციით, ამ გზის რეაბილიტაციისათვის პროექტი უკვე ჩასმულია 2019 წელს განსახორციელებელ პროექტთა ნუსხაში.
საკრებულოს წევრის, შალვა ლურსმანაშვილის მოთხოვნით, 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებს სოფელ დეისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაემატა.
„პირველ ეტაპზე, პროექტების განსახორციელებლად 3 700 000 ლარი გადმოირიცხება, შემდეგ უკვე ჩვენს მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად და ეფექტურად გამოვიყენებთ მიღებულ თანხას,“ – ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წელს განსახორციელებელი 41 პროექტი მოიწონა, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი