24 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად,საკრებულომ რეგიონული განვითარების ფონდიდან 2019 წელს დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა მოიწონა.
გთავაზობთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებაც ხარაგაულის მერიამ 2019 წლისთვის დაგეგმა.
ამ ნუსხამ, შესაძლოა, ცვლილება განიცადოს. თითოეული დაგეგმილი პროექტის გასწვრივ მისი სავარაუდო ღირებულებაა მითითებული.
- დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა – 200 000 ლარი;
- სოფელ სხლითის გზის რეაბილიტაცია – 200 000 ლარი;
- სოფელ საღანძილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია – 180 305 ლარი;
- სოფელ საღანძილეში საუბნო გზების რეაბილიტაცია (მაღლამინდორის და ყრუაშვილების უბანი) – 200 000 ლარი;
- სოფელ ჩხერის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 350 000 ლარი;
- უბისა ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი) – 200 000 ლარი;
- ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი – 300 000 ლარი;
- სოფელ მაქათუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია (ბოჟაძეების, გამცემლიძეების, კურტანიძეების, მიხო გორგოძის უბნები), პირველი ეტაპი – 350 000 ლარი;
- ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 150 000 ლარი;
- ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 400 000 ლარი;
- სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია – 266 768 ლარი;
- სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 171 247 ლარი;
- სოფელ ბაზალეთში ჭიპაშვილების, ნანიტაშვილების და დევდარიანების საუბნო გზების რეაბილიტაცია, პირველი ეტაპი – 400 000 ლარი;
- სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
- სოფელ კიცხში ავალიშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია – 167 057 ლარი;
- სოფელ თეთრაწყაროში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 300 000 ლარი;
- საქარიქედი მუხების უბნის და ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, (მეორე ეტაპი) – 300 000 ლარი;
- სოფელ ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია – 322 586 ლარი;
- საქარიქედი ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 120 000 ლარი;
- სოფელ საქარიქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), მუხების უბნის გაგრძელება – 144 307 ლარი;
- ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 250 000 ლარი;
- სოფელ ლაშეში კიკალიშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია – 109 195 ლარი;
- სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია – 340 000 ლარი;
- სოფელ მარელისში გზის რეაბილიტაცია (ასფალტიდან მარჯვნივ) და ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 350 000 ლარი;
- სოფელ ლეღვანში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
- ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია – 200 000 ლარი;
- სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 225 000 ლარი;
- საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 723 193 ლარი;
- სოფელ სარგვეშში სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი) – 379 231 ლარი;
- სოფელ ისლარში გზის რეაბილიტაცია – 250 000 ლარი;
- სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია – 137 806 ლარი;
- სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია – 153 471 ლარი;
- სოფელ ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია – 230 000 ლარი;
- სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 250 000 ლარი;
- სოფელ ვერტყვილაში ბლიაძეების და გოგიაშვილების საუბნო გზების რეაბილიტაცია – 159 724 ლარი;
- სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია – 196 878 ლარი;
- სოფელ მოლითში იუსტიციის სახლის მშენებლობა – 400 000 ლარი;
- სოფელ ზედუბანის გზის რეაბილიტაცია – 241 962 ლარი;
- სოფელ ღარიხევში ხელიურის უბნის გზის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
- ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 350 000 ლარი;
- სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია – 100 000 ლარი.
ფოტოზე: დაბა ხარაგაულის ფეხბურთის სტადიონი