ყველაფერი დაიწყო ასე…

პროექტის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019“ იმერეთის კოორდინატორმა მაია კეზევაძემ შეხვედრა გამართა ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის კომისიის ხელმძღვანელ დავით კიკნაძესთნ, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელმძღვანელ გია ჭიპაშვილთან და წარმომადგენელ კახა ხიჯაკაძესთან.

შეხვედრაზე მაიამ თქვა, რომ იმერეთის რეგიონში ყველაზე დიდი ჩართულობა ხარაგაულს აქვს პროექტში, წელს ათი სკოლაა ჩართული და თქვენ, როგორც პარტნიორმა ორგანიზაციებმა, მათ მხარდასაჭერად შეგიძლიათ პროექტები განახორციელოთო. აბა, უარს ვინ იტყოდა. ხუთ წუთში გაჩნდა ღონისძიებების გეგმა. 

მეორე შეხვედრას დავით კიკნაძის მიწვევით ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე და პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენელი მასწავლებლები ვესწრებოდით. 

ნიკო კეცხოველის გზის გავლა ბაღდათის მიმართულებით, საირმეს მონახულება, პროექტში ჩართულ ბაღდათელ სკოლებთან ვიზიტი და გამოცდილების გაზიარება სიურპრიზად შემოგვთავაზა დავით კიკნაძემ. ექსკურსიის თარიღიც შეგვირჩია, ტრანსპორტიც გამოგვიყო და ბაღდათშიც შეატყობინა, ჩვენი ბავშვები მოდიან და ყურადღება მიაქციეთო. 

ექსკურსიაზე ექვსი სკოლა წავედით. ჩვენთან ერთად იყვნენ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის წარმომადგენელი კახა ხიჯაკაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი დავით გველესიანი. ბაღდათში ჩასულებს გოჩა ხორავამ გვიმასპინძლა. ვესტუმრეთ ობჩისა და როკითის სკოლებს, ვახტო ჯიხვაძის მარანს „შატო ფერსათი“. მოვინახულეთ როკითის უძველესი ძელქვები, სოფლის პანთეონი და კურორტი საირმე.

ბაღდათის ტურიზმის სამსახურის ხელშეწყობით საირმეში ჩვენი მოსწავლეები ზიპლაინით დაეშვნენ.

ნიკო კეცხოველის გზა გავლილია, სკოლების თანამშრომლობა და დამეგობრება შედგა. მომავალი ურთიერთობისთვის გასაგრძელებელი გზები მოძიებულია, ოცნებები ასრულებული. დანარჩენს forestry.ge მოგახსენებთ. 

მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის სამსახურს, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურს, პროექტის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019“ იმერეთის კოორდინატორ მაია კეზევაძეს, თითოეულ აქტიურად ჩართულ სკოლას, რომლებიც აუცილებლად გადავლენ ნახევარფინალში: ბაზალეთის, საღანძილის, მარელისის, ლეღვნის, ხარაგაულის #2 და კიცხის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მასპინძელ სკოლებს, ორგანიზაციებს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უბრალოდ წარმატება გვისურვა ყველაზე მზიან და ფერად დღეს (ჩვენთან არ წვიმდა).
P.S. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ ჩვენი მოსწავლეების გახარებისა და საახალწლოდ სკოლებისათვის სიურპრიზის გასაკეთებლად, ჩვენ აქ ვართ :).
P.S. დავით, Davit Kiknadze მთელი წელი რომ გეფიქრათ საჩუქარზე, სიურპრიზზე, თუ უბრალოდ ერთ ლამაზ დღეზე, რომლითაც მოსწავლეებს გაახარებდით, ასეთ საოცარს ვერაფერს მოიფიქრებდით. ჰოდა, მილიონი მადლობა თქვენ ჩემგან და თითოეული იქ მყოფი ბავშვისაგან.

თეა ტალახაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი