ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დღეს, 14 დეკემბერს, მოსწავლეთა შორის ჭადრაკში რაიონული პირველობა ჩატარდა.

ამ ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, შეჯიბრებაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 40 მოსწავლე მონაწილეობდა.

ვაჟებს შორის პირველი ადგილი წიფის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა ზედელმა მოიპოვა, მეორე ადგილი წილად ხვდა ვაჟა მაღრაძეს (ხარაგაულის #3 სკოლა), მესამე საპრიზო ადგილი კი – მურადი ოკრიბელაშვილს (ვარძიის სკოლა).

გოგონებს შორის პირველ საპრიზო ადგილზე მარიამ კვირიკაშვილი (ხარაგაულის #2სკოლა) გავიდა, მეორე ადგილზე – ნინო ბაკურაძე (საღანძილის სკოლა), ხოლო მესამე ადგილები თამარ კაპანაძემ (ბაზალეთის სკოლა) და ნინო კიკნაძემ (საღანძილის სკოლა) გაიყვეს.

ვულოცავთ ნორჩ მოჭადრაკეებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.