ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 14 დეკემბერს, 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ადგილობრივი ბიუჯეტი 7 725 800 ლარით განისაზღვრა. დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტზე განსხვავებული დამოკიდებულებები ჰქონდათ. მათ პროექტის განხილვისას მერიას შენიშვნებით მიმართეს.
დღევანდელ სხდომაზე წიფის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ტალახაძე ბიუჯეტის მხარდაჭერისგან თავს იკავებდა, რადგან მერიის მიერ შემუშავებულ 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში წიფა არ გაუთვალისწინებიათ. ამ საკითხზე უკმაყოფილება ასევე გამოთქვეს ზვარისა და ვახანის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ვლადიმერ ტალახაძემ და ირაკლი არევაძემ.
ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე ამბობს, რომ ხიდ-ბოგორების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული 40 ათასი ლარი ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტო ნადაბურშიც კი არასაკმარისია.
ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი თავზარაშვილმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა, რადგან მისი მოთხონა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დასაფინანსებელი თახა 10 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე გაზრდილიყო, მერიამ არ გაითვალისწინა.
ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმას, რომ 2018 წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, 2019 წლის ბიუჯეტი 12 თვეზე დაიგეგმა.
საბოლოოდ, დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტს მხარი იმ იმედით დაუჭირეს, რომ მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს მერია წლის მანძილზე ეტაპობრივად გაითვალისწინებს.
2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ვრცელ მასალას „ჩემი იმერეთის“ 21 დეკემბრის ნომერში შემოგთავაზებთ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი